2019-02-04 22:12:37
Facebook -ის 2019 წლის 3 მთავარი ტრენდი

ეჭვი არ არის, რომ ფეისბუქმა შეძლო ადამიანებს შორის კომუნიკაციის ძირეულად შეცვლა მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გაეშვა - 2004 წლიდან. ქსელის ყოველწლიური სიახლეები დიდ ზემოქმედებას ახდენს ციფრული მარკეტინგის მიდგომასა და ტაქტიკაზე. სწორედ ამიტომ დამკვიდრდა ცალკე დარგად ფეისბუქ მარკეტინგი, როგორც უმნიშვნელოვანესი ნაწილი საერთო ციფრული სტრატეგიისა.

ქვემოთ შემოგთავაზებთ ფეისბუქის მიერ შემოთავაზებულ რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციას, რომლის მნიშვნელობა ნავარაუდევია, რომ 2019 წელს უფრო გაიზრდება:

1. ლაივი

2016 წლიდან მოყოლებული ძალებს იკრებს სოციალურ ქსელით ლაივზე გასვლა. საძიებო სისტემის ჟურნალის მონაცემებით ლაივზე მომხმარებლის ჩართულობა დაახლოებით 180 პროცნტით მეტია, ვიდრე საშუალო პოსტზე გამოხმაურებები. ლაივის დაფარვაც, შესაბამისად, ორჯერ გაზრდილია.

2. ჩატბოტები

კომპანიის სტატისტიკა აჩვენებს რომ ყოველთვიურად 100,000 ონლაინ ბოტი არის აქტიური. მესენჯერის საშუალებით ისინი შუამავლის როლს თამაშობენ ბრენდსა და მომხმარებელს შორის.

პასუხების გაუმჯობესება კი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ონლაინ ბოტისათვის, რადგან ამ ეტაპისათვის მას მხოლოდ საბაზისო საკითხებზე შეუძლია ავტომატური პასუხების დაბრუნება.

3. 360 ფოტოები

გასულ წელს ფეისბუქმა კიდევ ერთი ინოვაცია დანერგა თავის სერვისში. ეს არის VR ტექნოლოგიების გამოყენებით 360 დახრის მულტიმედიის გამოყენება. ეს ეხმარება ბიზნესს უფრო დახვეწილი და მიმზიდველი კონტენტის შექმნაში. ასევე ქმნის ვიდეოების ალტერნატივას მათთვის, ვისაც ნაკლებად ხმაურიანი მასალის გავრცელება სურს.

 

თემურ იკოშვილი


ბოლო ბლოგები
2019 წლის 3 მთავარი PR ტრენდი

2019-02-12 23:44:50

LinkdIn -ის 2019 წლის 3 მთავარი ტრენდი

2019-02-11 01:37:25

Instagram - ის 2019 წლის 3 მთავარი ტრენდი

2019-02-07 11:58:26

წლების მიხედვით